ეს დასრულებული ბინის დიზაინი აერთიანებს თანამედროვე სტილსა და მშვიდ ელეგანტურობას. პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა დეტალებზე: კედლის პანელები და მოლდინგები ინტერიერს დახვეწილობას მატებს, ხოლო მუქი აქცენტები — სიმტკიცესა და ინდივიდუალურობას.
სახლის შიდა დიზაინი დაგეგმილი იყო ისე, რომ ბუნებრივი სინათლე მაქსიმალურად შემოსულიყო სივრცეში. სწორედ ამიტომ, გამოყენებულია ალუმინის ვიტრაჟებიანი ტიხრები, რომლებიც არამხოლოდ ზონირებას უზრუნველყოფს, არამედ სივრცეს ღია და ჰაეროვნად ტოვებს.
ღია გეგმარების სამზარეულო და სასადილო ზონა ქმნის კომფორტულ გარემოს ოჯახის ყოველდღიური ცხოვრებისათვის, ხოლო მისაღები ოთახი თანამედროვე განათებითა და ფუნქციური ავეჯით გამოხატავს თანამედროვე სახლებისთვის დამახასიათებელ დახვეწილობას.
აბაზანის ინტერიერი, ოქროსფერი დეტალებითა და მარტივი ფუფუნებით, ხაზს უსვამს პროექტის კონცეფციას – სახლის დიზაინი და რემონტი შეიძლება ერთდროულად იყოს როგორც პრაქტიკული, ასევე ელეგანტური.ასევე ელეგანტური.