მდიდრული ჰარმონია

პროექტი მივიღეთ თეთრი კარკარკასის კონდიციაში,ჯამში 45 კვადრატი, მიზანი მკაფიო იყო – აგვეთვისებინა ყველა კუთხე და დიზაინი შესრულებულიყო თანამედროვე სტილში. მისაღებ ოთახში გადავწყვიტეთ გამოგვეყნებინა რელსური და წერტილოვანი განათება, სივცეში განსაკუთრებული ეფექტი შემოაქვს დეკორატიულ ბუხარს და ვიტრაჟულ კედელს. თანამედროვე დიზაინის სახით შემოტანილია დეკორატიული პანელები,ჭერში და კედლებზე.
ჩუმი კომფორტი

ეს ინტერიერი 72 კვადრატულ მეტრში შევასრულეთ და სრულიად პასუხობს თანამედროვე ცხოვრების სტილს – მარტივი, დახვეწილი და ფუნქციური. სამზარეულო და მისაღები სტუდიოს ტიპისაა, ამიტომ გამოყენებულია მუქი და ღია ტონების შეხამება, ხარისხიანი მასალები და ინტეგრირებული ტექნიკა სივრცეს პრაქტიკულობას და სისუფთავეს სძენს. მრგვალი მაგიდა ოთხი კომფორტული სავარძლით ქმნის მყუდრო გარემოს ყოველდღიური გამოყენებისთვის. მისაღებში ნათელი ფერები, ხის იატაკი და […]
მშვიდი ცხოვრება

ეს ბინა 53 კვადრატული მეტრია და მწვანე კარკასის კონდიციიდან დავიწყეთ. მთავარი ამოცანა იყო თითოეული კუთხე მაქსიმალურად აგვეთვისებინა ისე, რომ არ დაგვეკარგა დიზაინის ხარისხი და კომფორტი. შედეგად მივიღეთ თანამედროვე, ფუნქციური და მყუდრო სივრცე, რომელიც ყველა საჭირო ზონას აერთიანებს: სტუდიოს ტიპის მისაღები, ორი საძინებელი და აბაზანა. დიზაინის მთავარ აქცენტად ვაქციეთ კედლის დეკორატიული პანელები და ვიტრაჟული კარადები ეს […]
პროექტი – გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 55 კვადრატიი

სახლის შიდა დიზაინი შესრულდა 55 კვადრატულ სივრცეში, სადაც თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდეთ. პროექტის მთავარი აქცენტი გახდა ვიტრაჟული ტიხარი, რომელმაც სამზარეულო განაცალკევა მისაღების ზონისგან და სახლს თანამედროვე ხასიათი შესძინა. აბაზანის დიზაინი ძალიან გამორჩეულია – ოქროსფერი დეტალები, ორიგინალური ჯაკუზი და ელეგანტური განათება ქმნის ფუფუნებისა და სიმყუდროვის ატმოსფეროს. სასადილო სივრცე ხავერდის სავარძლებით, მარმარილოს მაგიდითა და განათებით წარმოადგენს […]
თანამედროვე მშვიდი ცხოვრება

ეს დასრულებული ბინის დიზაინი აერთიანებს თანამედროვე სტილსა და მშვიდ ელეგანტურობას. პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა დეტალებზე: კედლის პანელები და მოლდინგები ინტერიერს დახვეწილობას მატებს, ხოლო მუქი აქცენტები — სიმტკიცესა და ინდივიდუალურობას. სახლის შიდა დიზაინი დაგეგმილი იყო ისე, რომ ბუნებრივი სინათლე მაქსიმალურად შემოსულიყო სივრცეში. სწორედ ამიტომ, გამოყენებულია ალუმინის ვიტრაჟებიანი ტიხრები, რომლებიც არამხოლოდ ზონირებას უზრუნველყოფს, არამედ სივრცეს ღია და […]
თანამედროვე ჰარმონია

ამ პროექტზე მუშაობისას ჩვენი დამკვეთი იყო ახალგაზრდა მუსიკოსი, რომლის სურვილიც იყო ჰქონოდა ინსპირაციული სახლის დიზაინი, მაგრამ ზედმეტი დეტალების გარეშე. სივრცეს უნდა შეენარჩუნებინა სიმარტივე, ხოლო ატმოსფეროს შემოქმედებითი ხასიათი. რადგან ბინა სტუდიოს ტიპის იყოს, სივრცის ოპტიმიზაციის მიზნით სამზარეულოს ზონაში ინტეგრირებული ბარის კონსტრუქცია გამოვიყენეთ ვიტრაჟული ტიხრები, რომლებმაც საძინებლის სივრცე ცალკე კომპოზიციად აქცია, იყო ყველაზე თამამი გადაწყვეტილება და გახდა […]
ურბანული სიმშვიდე

ეს ბინა 56 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და შექმნილია იმისთვის, რომ თანამედროვე ურბანულ სივრცეში სიმშვიდე და კომფორტი შეიტანოს. დიზაინის მთავარი იდეა იყო ფუნქციური და განსხავებული ხასიათის მქონე სივრცის შექმნა. სწორედ ამიტომ, მისაღები გადაწყვეტილია მუქ ფერებში, რაც ინტერიერს სიმყუდროვესა და სიღრმეს აძლევს. ერთერთი კედელი აგურის ფაქტურით არის გამოყოფილი — როგორც დეკორატიული ელემენტი, რომელიც სივრცეს ინდივიდუალურ სახეს ანიჭებს. […]
M2 მირცხულავა 45 კვ

ეს ბინა მხოლოდ 43 კვადრატული მეტრია, მაგრამ სივრცის სწორად დაგეგმარებისა და დიზაინის წყალობით გაცილებით დიდი და თავისუფალი ჩანს. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ინტერიერი, რომელიც ერთდროულად იქნებოდა მყუდრო და მაქსიმალურად პრაქტიკული — ქალაქში ცხოვრებისათვის იდეალური კომბინაცია. ღია ფერები და მუქი დეტალები ერთმანეთთან იდეალურად ერწყმის და ქმნის დახვეწილ, მშვიდ და თანამედროვე ატმოსფეროს. კედლის დეკორატიული პანელები, ნახატები და […]
ბუნებრივი ელეგანტურობა – 66 კვ.მ. ბინა

პროექტი მოიცავს 66 კვადრატული მეტრის ფართის ბინის ინტერიერის დიზაინს, რომელიც დაგეგმილია ფუნქციურად გამართული და ვიზუალურად ჰარმონიული სივრცის შესაქმნელად. ბინა მოიცავს სტუდიოს ტიპის მისაღებს, ერთ საძინებელს, ბავშვის ოთახს და სააბაზანოს. დიზაინის კონცეფცია დაფუძნებულია ბუნებრივ და თბილ ტონალობებზე, რაც ინტერიერს მსუბუქ და ნათელ ატმოსფეროს ანიჭებს. ფერების შერჩევა და მასალების ტექსტურები მიმართულია სივრცის ოპტიკური გაფართოებისკენ და მყუდრო გარემოს […]
მინიმალისტური სიმყუდროვე

49 კვადრატული მეტრი — მცირე სივრცეა, თუმცა სწორი დაგეგმვით სივრცე სრულად ავითვისეთ ბინას სტუდიოს ტიპის განლაგება აქვს, ამიტომ სამზარეულო და მისაღები ერთმანეთში ბუნებრივად გადადის — ზონები ვიზუალურად ერთმანეთს ერგება და სივრცე ფუნქციურია. ავეჯის ფერები შეგნებულად შევარჩიეთ ისე, რომ ფანჯრიდან შემოსულ ბუნებრივ განათებასთან ჰარმონიაში იყოს — დღის განმავლობაში ინტერიერი ტონალობას იცვლის და სივრცე „ცოცხლობს“. აბაზანაში გამოყენებულია […]