ურბანული სიმშვიდე

ეს ბინა 56 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და შექმნილია იმისთვის, რომ თანამედროვე ურბანულ სივრცეში სიმშვიდე და კომფორტი შეიტანოს. დიზაინის მთავარი იდეა იყო ფუნქციური და განსხავებული ხასიათის მქონე სივრცის შექმნა.

სწორედ ამიტომ, მისაღები გადაწყვეტილია მუქ ფერებში, რაც ინტერიერს სიმყუდროვესა და სიღრმეს აძლევს. ერთერთი კედელი აგურის ფაქტურით არის გამოყოფილი — როგორც დეკორატიული ელემენტი, რომელიც სივრცეს ინდივიდუალურ სახეს ანიჭებს. ამავე ზონაში ინტეგრირებულია კომფორტული სამუშაო ადგილი.

სამზარეულო ბარის სტილშია შესრულებული და ვიზუალურად გამიჯნულია მისაღების ზონისგან. გამოყენებულია ხისა და მეტალის კომბინაციით შექმნილი ავეჯი, რაც დიზაინს ანიჭებს თანამედროვე და სტაბილურ ხასიათს.

განათება გაწერილია რელსურ და წერტილოვან სისტემებზე, რაც უზრუნველყოფს როგორც ფუნქციურ, ისე ატმოსფერულ განათებას დღის სხვადასხვა მონაკვეთში

Related Projects