თანამედროვე ჰარმონია

ამ პროექტზე მუშაობისას ჩვენი დამკვეთი იყო  ახალგაზრდა მუსიკოსი, რომლის სურვილიც იყო ჰქონოდა ინსპირაციული სახლის დიზაინი, მაგრამ ზედმეტი დეტალების გარეშე. სივრცეს უნდა შეენარჩუნებინა სიმარტივე, ხოლო ატმოსფეროს შემოქმედებითი ხასიათი.

რადგან ბინა სტუდიოს ტიპის იყოს,  სივრცის ოპტიმიზაციის მიზნით სამზარეულოს ზონაში ინტეგრირებული ბარის კონსტრუქცია გამოვიყენეთ

ვიტრაჟული ტიხრები, რომლებმაც საძინებლის სივრცე ცალკე კომპოზიციად აქცია, იყო ყველაზე თამამი გადაწყვეტილება და გახდა ბინის მთავარი კომპონენტი.

აბაზანის დიზაინი გადაწყვეტილია მწვანე და კრემისფერი ტონალობით – ეს კომბინაცია მცირე სივრცეში სუფთა და ნათელ ეფექტს ქმნის. პატარა აბაზანის დიზაინი აქ მიმართულია ოპტიკურ გაფართოებაზე შუშის ზედაპირები და ნათელი კედლები სივრცეს ვიზუალურად ამდიდრებს.

მთელი კონცეფცია აგებულია ერთ იდეაზე – სამზარეულოს დიზაინი, აბაზანის დიზაინი და საერთო ტონალობა უნდა ემსახურებოდეს არა მხოლოდ ფუნქციას, არამედ შემოქმედებით განწყობასაც.

Related Projects