ურბანული სიმშვიდე

ეს ბინა 56 კვადრატულ მეტრია და შექმნილია იმისთვის, რომ თანამედროვე ურბანულ სივრცეში სიმშვიდე და კომფორტი შეიტანოს. დიზაინის მთავარი იდეა იყო ფუნქციური და განსხავებული ხასიათის მქონე სივრცის შექმნა. სწორედ ამიტომ, დიზაინერმა მისაღები ოთახის დიზაინი მუქ ფერებში გადაწყვიტა, რაც ინტერიერს სიმყუდროვესა და სიღრმეს აძლევს. ერთ-ერთი კედელი აგურის ფაქტურით არის გამოყოფილი – როგორც დეკორატიული ელემენტი, რომელიც სივრცეს ინდივიდუალურ […]
M2 მირცხულავა 45 კვ

ეს ბინა მხოლოდ 43 კვადრატული მეტრია, მაგრამ სივრცის სწორად დაგეგმარებისა და ინტერიერის დიზაინის წყალობით გაცილებით დიდი და თავისუფალი ჩანს. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ინტერიერი, რომელიც ერთდროულად იქნებოდა მყუდრო და მაქსიმალურად პრაქტიკული – ქალაქში ცხოვრებისათვის იდეალური კომბინაცია. ღია ფერები და მუქი დეტალები ერთმანეთთან იდეალურად ერწყმის და ქმნის დახვეწილ, მშვიდ და თანამედროვე ატმოსფეროს. კედლის დეკორატიული პანელები, ნახატები და […]
ბუნებრივი ელეგანტურობა

პროექტი მოიცავს 66 კვადრატული მეტრის ფართის ბინის ინტერიერის დიზაინს, რომელიც დაგეგმილია ფუნქციურად გამართული და ვიზუალურად ჰარმონიული სივრცის შესაქმნელად. ბინა მოიცავს სტუდიოს ტიპის მისაღებს, ერთ საძინებელს, ბავშვის ოთახსა და სააბაზანოს. დიზაინის კონცეფცია დაფუძნებულია ბუნებრივ და თბილ ტონალობებზე, რაც ინტერიერს მსუბუქ და ნათელ ატმოსფეროს ანიჭებს. ფერების შერჩევა და მასალების ტექსტურები მიმართულია სივრცის ოპტიკური გაფართოებისკენ და მყუდრო გარემოს […]
მინიმალისტური სიმყუდროვე

49 კვადრატული მეტრი – მცირე სივრცეა, თუმცა ინტერიერის დიზაინერის სწორი დაგეგმვით სივრცე სრულად ავითვისეთ. ბინას სტუდიოს ტიპის განლაგება აქვს, ამიტომ სამზარეულო და მისაღები ერთმანეთში ბუნებრივად გადადის – ზონები ვიზუალურად ერთმანეთს ერგება და სივრცე ფუნქციურია. ავეჯის ფერები შეგნებულად შევარჩიეთ ისე, რომ ფანჯრიდან შემოსულ ბუნებრივ განათებასთან ჰარმონიაში იყოს – დღის განმავლობაში ინტერიერი ტონალობას იცვლის და სივრცე „ცოცხლობს“. […]