M2 მირცხულავა 45 კვ

ეს ბინა მხოლოდ 43 კვადრატული მეტრია, მაგრამ სივრცის სწორად დაგეგმარებისა და დიზაინის წყალობით გაცილებით დიდი და თავისუფალი ჩანს. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ინტერიერი, რომელიც ერთდროულად იქნებოდა  მყუდრო და მაქსიმალურად პრაქტიკული — ქალაქში ცხოვრებისათვის იდეალური კომბინაცია.

ღია ფერები და მუქი დეტალები ერთმანეთთან იდეალურად ერწყმის და ქმნის დახვეწილ, მშვიდ და თანამედროვე ატმოსფეროს. კედლის დეკორატიული პანელები, ნახატები და განათება სივრცეს ხასიათს სძენს.აქ არაფერია შემთხვევითი, თითოეული დეტალი დიდ როლს თამაშობს.

მისაღები, სამზარეულო და სასადილო ზონა ერთ ღია სივრცეშია გაერთიანებული, რაც ბინას მეტ ფუნქციონალურობას ანიჭებს. ინტერიერის თითოეული ელემენტი მოაზრებულია ყოველდღიური მოხმარებისთვის  ისე, რომ ამავე დროს ინარჩუნებს ესთეტიკურობას.

საძინებელი კი არის მშვიდი და მყუდრო სივრცე დასვენებისთვის მინიმალისტურად გადაწყვეტილი, მაგრამ ყველა საჭირო დეტალით.

Related Projects