OKmagazine-ის ინტერვიუ ანა ჯიქიასთან

ჩვენ ინტერიერის დიზაინერთან, ანა ჯიქიასთან ერთ-ერთმა ყველაზე საინტერესო ქართულმა ჟურნალმა, OKMagazine-მა ინტერვიუ ჩაწერა. მცირე ნაწილები ინტერვიუდან.

“ჩემი მიდგომა ასეთია: დიზაინი არ იწყება რენდერით, ის იწყება მოსმენით. ამიტომ პირველ რიგში ვცდილობ კარგად გავიგო, რა სტილი არის კლიენტისთვის ბუნებრივი, როგორ ცხოვრობს, რა კომფორტი სჭირდება რეალურად და არა მხოლოდ ვიზუალურად. ამ ინფორმაციის საფუძველზე ვქმნი კონცეფციას, სადაც ჩემი პროფესიული ხედვა ერწყმის მათ ცხოვრების წესს.

ხანდახან კლიენტები მოდიან კონკრეტული Pinterest-ის ფოტოებით, მაგრამ ჩემი როლი არ არის მხოლოდ ამის გამეორება. მე ვთავაზობ მათ ალტერნატივებს, ვუხსნი, რატომ იმუშავებს უკეთ ეს ან ის გადაწყვეტა და ამ გზით მივდივართ საერთო, გაცილებით უფრო საინტერესო შედეგამდე.”

ამ გამოცდილებამ გამიმყარა რწმენა, რომ კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე, რადგან მარტივ პირობებში ყველას შეუძლია ლამაზი პროექტის წარმოდგენა, მაგრამ რეალური პროფესიონალიზმი სწორედ პრობლემების გადალახვაში გამოჩნდება’’.

,,არჩევანის შესაძლებლობა რომ მომეცეს, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი იმ ადამიანისთვის, ვინც ცხოვრებას ხედავს როგორც შემოქმედებით პროცესს – იქნება ეს არტისტი, რეჟისორი, მუსიკოსი თუ ინოვატორი, ვისაც არ ეშინია საკუთარი სივრცის ინდივიდუალურად აღქმის. ასეთი ადამიანები არ ეძებენ მხოლოდ „სწორ“ დიზაინს.  მათთვის საინტერესოა ექსპერიმენტი, ატმოსფეროს შექმნა, სივრცის იმგვარი განწყობით დატენვა, რომელიც მათ შთაგონებას კვებავს”

ინტერვიუს სრულად OK-ის გვერდზე ნახავთ, ხოლო, თუ პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერის მომსახურება გჭირდებათ, რომელსაც 250-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს, მაშინ იცით ვის მიმართოთ.

Related Projects