ინტერიერის დიზაინი 90კვ მეტრში

ამ პროექტში, რომელიც შესრულებულია Andesigne Studio-ს მიერ, ინტერიერის დიზაინი აერთიანებს მშვიდ ტონებსა და თანამედროვე ელეგანტურობას. მისაღები ოთახის დიზაინი და სამზარეულოს დიზაინი ერთ სივრცედ იკვრება თბილი განათებით, ბუნებრივი ტექსტურებით და ფუნქციური გადაწყვეტებით, რომლებიც სახლს კომფორტის საკუთარ სტილს აძლევს.

კომერციული ფართი – სილამაზის სალონი

Andesigne Studio გთავაზობთ კომერციული სივრცეების ინტერიერის დიზაინს, სადაც ესთეტიკა და ფუნქციურობა იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. ფოტოებზე ნაჩვენებია ჩვენი გუნდის მიერ შესრულებული პროექტი სილამაზის სალონის ინტერიერი. ობიექტი ჩავიბარეთ თეთრი კარკასის მდგომარეობაში და თავიდან ბოლომდე განვავითარეთ კონცეფცია: ბუნებრივი ელემენტების, მცენარეების და დეკორატიული განათებების გამოყენებით შევქმენით მყუდრო და ამავდროულად ელეგანტური გარემო. კედლის მხატვრობა და დეტალების ფერადი ჰარმონია სივრცეს სიცოცხლესა […]

ერთიანი კომბინაცია

ეს ინტერიერი 72 კვადრატულ მეტრში შევასრულეთ და სრულიად პასუხობს თანამედროვე ცხოვრების სტილს – მარტივი, დახვეწილი და ფუნქციური. სამზარეულო და მისაღები სტუდიოს ტიპისაა, ამიტომ გამოყენებულია მუქი და ღია ტონების შეხამება, ხარისხიანი მასალები და ინტეგრირებული ტექნიკა სივრცეს პრაქტიკულობას და სისუფთავეს სძენს. მრგვალი მაგიდა ოთხი კომფორტული სავარძლით ქმნის მყუდრო გარემოს ყოველდღიური გამოყენებისთვის. მისაღებში ნათელი ფერები, ხის იატაკი და […]

მდიდრული ჰარმონია

პროექტი მივიღეთ თეთრი კარკარკასის კონდიციაში,ჯამში 45 კვადრატი, მიზანი მკაფიო იყო – აგვეთვისებინა ყველა კუთხე და დიზაინი შესრულებულიყო თანამედროვე სტილში. მისაღებ ოთახში გადავწყვიტეთ გამოგვეყნებინა რელსური და წერტილოვანი განათება, სივცეში განსაკუთრებული ეფექტი შემოაქვს დეკორატიულ ბუხარს და ვიტრაჟულ კედელს. თანამედროვე დიზაინის სახით შემოტანილია დეკორატიული პანელები,ჭერში და კედლებზე.

მშვიდი ცხოვრება

ეს ბინა 53 კვადრატული მეტრია და მწვანე კარკასის კონდიციიდან დავიწყეთ. მთავარი ამოცანა იყო თითოეული კუთხე მაქსიმალურად აგვეთვისებინა ისე, რომ არ დაგვეკარგა ინტერიერის დიზაინის ხარისხი და კომფორტი. შედეგად მივიღეთ – თანამედროვე, ფუნქციური და მყუდრო სივრცე, რომელიც ყველა საჭირო ზონას აერთიანებს: სტუდიოს ტიპის მისაღები, ორი საძინებელი და აბაზანა. დიზაინის მთავარ აქცენტად ვაქციეთ კედლის დეკორატიული პანელები და ვიტრაჟული […]

ვიტრაჟული ტიხარი

სახლის შიდა ინტერიერის დიზაინი შესრულდა 55 კვადრატულ სივრცეში, სადაც თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდეთ. პროექტის მთავარი აქცენტი გახდა ვიტრაჟული ტიხარი, რომელმაც სამზარეულო განაცალკევა მისაღების ზონისგან და სახლს თანამედროვე ხასიათი შესძინა. აბაზანის დიზაინი ძალიან გამორჩეულია – ოქროსფერი დეტალები, ორიგინალური ჯაკუზი და ელეგანტური განათება ქმნის ფუფუნებისა და სიმყუდროვის ატმოსფეროს. სასადილო სივრცე ხავერდის სავარძლებით, მარმარილოს მაგიდითა და განათებით […]

თანამედროვე მშვიდი ცხოვრება

ეს დასრულებული ბინის დიზაინი აერთიანებს თანამედროვე სტილსა და მშვიდ ელეგანტურობას. პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა დეტალებზე: კედლის პანელები და მოლდინგები ინტერიერს დახვეწილობას მატებს, ხოლო მუქი აქცენტები – სიმტკიცესა და ინდივიდუალურობას. სახლის შიდა დიზაინი დაგეგმილი იყო ისე, რომ ბუნებრივი სინათლე მაქსიმალურად შემოსულიყო სივრცეში. სწორედ ამიტომ, გამოყენებულია ალუმინის ვიტრაჟებიანი ტიხრები, რომლებიც არამხოლოდ ზონირებას უზრუნველყოფს, არამედ სივრცეს ღია და […]

თანამედროვე ჰარმონია

ამ პროექტზე მუშაობისას ჩვენი დამკვეთი იყო ახალგაზრდა მუსიკოსი, რომლის სურვილიც იყო ჰქონოდა ინსპირაციული სახლის დიზაინი, მაგრამ ზედმეტი დეტალების გარეშე. სივრცეს უნდა შეენარჩუნებინა სიმარტივე, ხოლო ატმოსფეროს შემოქმედებითი ხასიათი. რადგან ბინა სტუდიოს ტიპის იყოს,  სივრცის ოპტიმიზაციის მიზნით სამზარეულოს ზონაში ინტეგრირებული ბარის კონსტრუქცია გამოვიყენეთ. ვიტრაჟული ტიხრები, რომლებმაც საძინებლის სივრცე ცალკე კომპოზიციად აქცია, იყო ყველაზე თამამი გადაწყვეტილება და გახდა ბინის […]

ურბანული სიმშვიდე

ეს ბინა 56 კვადრატულ მეტრია და შექმნილია იმისთვის, რომ თანამედროვე ურბანულ სივრცეში სიმშვიდე და კომფორტი შეიტანოს. დიზაინის მთავარი იდეა იყო ფუნქციური და განსხავებული ხასიათის მქონე სივრცის შექმნა. სწორედ ამიტომ, დიზაინერმა მისაღები ოთახის დიზაინი მუქ ფერებში გადაწყვიტა, რაც ინტერიერს სიმყუდროვესა და სიღრმეს აძლევს. ერთ-ერთი კედელი აგურის ფაქტურით არის გამოყოფილი – როგორც დეკორატიული ელემენტი, რომელიც სივრცეს ინდივიდუალურ […]

M2 მირცხულავა 45 კვ

ეს ბინა მხოლოდ 43 კვადრატული მეტრია, მაგრამ სივრცის სწორად დაგეგმარებისა და ინტერიერის დიზაინის წყალობით გაცილებით დიდი და თავისუფალი ჩანს. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ინტერიერი, რომელიც ერთდროულად იქნებოდა მყუდრო და მაქსიმალურად პრაქტიკული – ქალაქში ცხოვრებისათვის იდეალური კომბინაცია. ღია ფერები და მუქი დეტალები ერთმანეთთან იდეალურად ერწყმის და ქმნის დახვეწილ, მშვიდ და თანამედროვე ატმოსფეროს. კედლის დეკორატიული პანელები, ნახატები და […]