ეს ბინა 53 კვადრატული მეტრია და მწვანე კარკასის კონდიციიდან დავიწყეთ. მთავარი ამოცანა იყო თითოეული კუთხე მაქსიმალურად აგვეთვისებინა ისე, რომ არ დაგვეკარგა ინტერიერის დიზაინის ხარისხი და კომფორტი.
შედეგად მივიღეთ – თანამედროვე, ფუნქციური და მყუდრო სივრცე, რომელიც ყველა საჭირო ზონას აერთიანებს: სტუდიოს ტიპის მისაღები, ორი საძინებელი და აბაზანა.
დიზაინის მთავარ აქცენტად ვაქციეთ კედლის დეკორატიული პანელები და ვიტრაჟული კარადები. ეს დეტალები სივრცეს სიღრმეს, ელეგანტურობასა და სიმსუბუქეს სძენს. თითოეული გადაწყვეტა მიმართულია იმაზე, რომ ბინამ არა მხოლოდ ლამაზი, ძალიან პრაქტიკულიც იყოს.
„მშვიდი ცხოვრება“ კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება პატარა ფართიც გადაიქცეს სრულფასოვან და ესთეტიკურად გამართულ საცხოვრებლად, როცა ინტერიერის დიზაინერი ინტერიერის დიზაინს სწორად არგებს სივრცესა და ადამიანების რეალურ საჭიროებებს.