ეს ბინა 56 კვადრატულ მეტრია და შექმნილია იმისთვის, რომ თანამედროვე ურბანულ სივრცეში სიმშვიდე და კომფორტი შეიტანოს. დიზაინის მთავარი იდეა იყო ფუნქციური და განსხავებული ხასიათის მქონე სივრცის შექმნა.
სწორედ ამიტომ, დიზაინერმა მისაღები ოთახის დიზაინი მუქ ფერებში გადაწყვიტა, რაც ინტერიერს სიმყუდროვესა და სიღრმეს აძლევს. ერთ-ერთი კედელი აგურის ფაქტურით არის გამოყოფილი – როგორც დეკორატიული ელემენტი, რომელიც სივრცეს ინდივიდუალურ სახეს ანიჭებს. ამავე ზონაში ინტეგრირებულია კომფორტული სამუშაო ადგილი.
სამზარეულო ბარის სტილშია შესრულებული და ვიზუალურად გამიჯნულია მისაღების ზონისგან. გამოყენებულია ხისა და მეტალის კომბინაციით შექმნილი თანამედროვე ავეჯი.
განათება გაწერილია რელსურ და წერტილოვან სისტემებზე, რაც უზრუნველყოფს როგორც ფუნქციურ, ისე ატმოსფერულ განათებას დღის სხვადასხვა მონაკვეთში.