სახლის შიდა დიზაინი შესრულდა 55 კვადრატულ სივრცეში, სადაც თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდეთ. პროექტის მთავარი აქცენტი გახდა ვიტრაჟული ტიხარი, რომელმაც სამზარეულო განაცალკევა მისაღების ზონისგან და სახლს თანამედროვე ხასიათი შესძინა.
აბაზანის დიზაინი ძალიან გამორჩეულია – ოქროსფერი დეტალები, ორიგინალური ჯაკუზი და ელეგანტური განათება ქმნის ფუფუნებისა და სიმყუდროვის ატმოსფეროს.
სასადილო სივრცე ხავერდის სავარძლებით, მარმარილოს მაგიდითა და განათებით წარმოადგენს დახვეწილი სტილის მაგალითს. რბილი ნეიტრალური ფერები და ოქროსფერი აქცენტები სრულად ასახავს თანამედროვე სახლებისთვის დამახასიათებელ ფუფუნებასა და კომფორტს.
ეს სახლის დიზაინი გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მცირე სივრცის ეფექტურად გამოყენება, ინოვაციური გადაწყვეტებითა და დახვეწილი ინტერიერით.