სამზარეულოს დიზაინი – კომფორტი და ფუნქციურობა 

სამზარეულოში კომფორტი პირველ რიგში სივრცის დაგეგმვიდან იწყება. სწორი განლაგება საშუალებას გვაძლევს ყველაფერი იყოს ხელმისაწვდომი და პრაქტიკული. ერგონომიული მიდგომა („სამზარეულოს სამკუთხედის“ პრინციპი – სადაც ნიჟარა, მაცივარი და ქურა ერთმანეთს ოპტიმალურ მანძილზე უკავშირდება) უკვე მრავალი წლის განმავლობაში რჩება დიზაინის საფუძვლად. სწორედ ეს პატარა დეტალები განსაზღვრავს, რამდენად მოხერხებული იქნება ყოველდღიურად მათი გამოყენება.

განათებას სამზარეულოს დიზაინში ასევე დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს . ბუნებრივი სინათლის მაქსიმალურად გამოყენება და სწორად შერჩეული ხელოვნური განათება ქმნის ისეთ ატმოსფეროს, სადაც ერთდროულად გვხვდება  ეფექტურობა და მყუდროება.

ინტერიერის დიზაინერი ამ ყველა დეტალის სწორად განლაგებაში თქვენი საუკეთესო გამოსავალია და სჯობს, საქმე პროფესიონალს ანდოთ. 

ავეჯის განლაგება სამზარეულოში

თანამედროვე სამზარეულოს დიზაინი მიმართულია მაქსიმალური ფუნქციურობისკენ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შენახვის ჭკვიანურ სისტემებს – კუთხის უჯრებს, დამალულ კარადებსა და მრავალფუნქციურ კუნძულებს. ყველაფერი ისე უნდა იყოს დაგემილი, რომ ზედმეტი ნივთი თვალში არ გვხვდებოდეს, ხოლო საჭირო ელემენტები მუდამ ხელთ გვქონდეს.

მრავალფუნქციური სამზარეულოს კუნძულები ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც სამუშაო ზედაპირი, ასევე სადილის ზონა ან ადგილი ოჯახური შეკრებებისთვის.

Andesin Studio-ს დიზაინერის ხედვა

“როცა სამზარეულოს დიზაინზე ვმუშაობ, ჩემი მთავარი მიზანია ჰარმონიის პოვნა ფორმასა და პრაქტიკულობას შორის.
ვიწყებ სივრცის ანალიზით – როგორ მოძრაობს შუქი, სად არის ბუნებრივი სინათლის წერტილები, რა მიმართულებით ჯობია  განლაგდეს სამუშაო ზონა, სად უნდა მოთავსდეს კუნძული ან სასადილო მაგიდა.

როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ თანამედროვე სამზარეულო აღარ არის მხოლოდ სადილის მოსამზადებელი ადგილი – ის ხდება სოციალური სივრცე. ამიტომ ვცდილობ, სამზარეულოს დიზაინი ყოველთვის იყოს მოქნილი და მრავალფუნქციური.
მაგალითად, თუ სამზარეულო ღია გეგმარებითაა მისაღებთან, ვიყენებ ფერთა და ტექსტურების გადანაწილებას, რომ ზონებს შორის ვიზუალური ბალანსი შეიქმნას – მაგალითად, ხის თბილი ტონები შავი მეტალის დეტალებთან ერთად.

ასევე ხშირად ვამატებ სამზარეულოს კუნძულს – რომელიც შეიძლება იყოს ერთდროულად სამუშაო ზედაპირი, საუზმის მაგიდა და ოჯახური კომუნიკაციის ადგილი. ეს არის ის პრაქტიკული ელემენტი, რაც თანამედროვე სამზარეულოს დიზაინში განსაკუთრებით ფასობს. 

აქვე ავღნიშნავ, რომ სტუდიოს ტიპის სივრცეში როცა სამზარეულო პირდაპირ უკავშირდება მისაღებს, ხშირად ვიყენებ ალუმინის ვიტრაჟულ ტიხრებს, რითაც გამოვყოფთ სამზარეულოს მისაღები ოთახისგან, შეგიძლიათ ნახოთ ამ სტილში შესრულებული პროექტი

2025 წელს ტრენდულად რჩება ბუნებრივი მასალების დაბრუნება.
მეც სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობ – მირჩევნია ხის, ქვის და მარმარილოს კომბინაცია, რომლებიც სივრცეს მატებს სითბოსა და ხასიათს.

ინტერიერის დიზაინი ჩემთვის არ არის მხოლოდ ვიზუალური ეფექტი – ეს ემოციაა. მინდა, რომ ადამიანი სამზარეულოში შევიდეს და იგრძნოს, რომ ეს სივრცე მისია”.

ანა 5 წელზე მეტია ინტერიერის დიზაინერად მუშაობს და 300-ზე მეტი პროექტი აქვს შესრულებული. მისი მთავარი მიდგომაა, ელეგანტურ სტილთან და თანამედროვე ელემენტებთან ერთად, ფუნქციური დიზაინი შექმნას.

ძირითადი რჩევები სამზარეულოს ინტერიერის დიზაინის მოწყობისთვის

დაიწყეთ ფუნქციით, დაასრულეთ ფორმით.

ჯერ დაგეგმეთ, სად იქნება თქვენთვის კომფორტული სამზარეულოში მზადების პროცესი, ხოლო შემდეგ იფიქრეთ მის სტილზე.

არ შეგეშინდეთ მუქი ფერების

ისინი სიმტკიცეს და ელეგანტურობას მატებენ, ამის ნათელი მაგალითია შავი სამზარეულო, ჩვენი ერთ-ერთი დასრულებული პროექტიდან.

აითვისეთ სივრცე ჭკვიანურად.

უჯრები, დამალული თაროები და ინტეგრირებული ტექნიკა საოცრად ზრდის კომფორტს. პატარა სამზარეულოს დიზაინის გაკეთებას თავისი ხიბლი აქვს და თითოეული სივრცის ათვისება მაქსიმალურად უნდა მოხდეს.

თუ გსურთ თქვენი სახლის სამზარეულოს დიზაინზე პროფესიონალმა ინტერიერის დიზაინერმა  იმუშავოს, შეგიძლიათ ჩვენ დაგვიკავშირდეთ.კონსულტაცია უფასოა. 

მსგავსი პროექტები