“ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა ხმაურითა და სწრაფი ტემპით. სწორედ ამიტომ, აბაზანა მხოლოდ ჰიგიენის ადგილი არაა. ეს არის პირადი სივრცე, სადაც ადამიანი საკუთარ თავთან მარტო რჩება. როცა ვიწყებ აბაზანის დიზაინის დაგეგმვას, ყოველთვის ვფიქრობ იმ განცდაზე, რომელიც უნდა დაეუფლოს ადამიანს მასში შესვლის დროს” – ასე აღნიშნავს ინტერიერის დიზაინერი ანა ჯიქია აბაზანის მნიშვნელობას ინტერიერის დიზაინში.
აბაზანა უკვე დიდი ხანია აღარ განიხილება როგორც მხოლოდ ფუნქციური ზონა. თანამედროვე ინტერიერის ტენდენციები ხაზს უსვამს მის ემოციურ და ესთეტიკურ მნიშვნელობას. ეს სივრცე შეიძლება იქცეს თქვენს პირად სპად, სადაც ბუნებრივი მასალები, სინათლე და ფერები ერთიანად ქმნიან განტვირთვის ატმოსფეროს.
ბუნებრივი ტონები და სინათლე – იდეალური კომბინაცია
აბაზანის ინტერიერში სინათლე ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ბუნებრივი შუქი ყოველთვის სასურველია, თუმცა მისი არარსებობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია განათების სწორი წერტილების შექმნა. ძირითადი, აქცენტური და დეკორატიული შუქი ერთად ქმნიან ბალანსს.
თბილი თეთრი ტონალობები, ბუნებრივი ქვის ფერები და რბილი ოქროს ან შავი აქცენტები იძლევა სწორედ იმ სუფთა და ელეგანტურ ატმოსფეროს, რომელსაც ასე ვეძებთ.
ჩვენი ინტერიერის დიზაინერი, ანა ჯიქია აბაზანის თანამედროვე დიზაინში უპირატესობას ანიჭებს მინიმალისტური განათებას, რომელიც ხაზს უსვამს კედლების ტექსტურას და ქმნის ბუნებრივ განწყობას. თბილი განათება ცვლის ოთახის ატმოსფეროს და ავსებს სივრცეს, მაგრამ მაინც ტოვებს სიმყუდროვის შეგრძნებას. ანდიზაინ სტუდიოს პროექტებში მრავლად შეხვდებით დეკორატიულ განათებებს, რომელებიც განთავსებულია აბაზანაში არსებულ სარკეზე, ავეჯსა თუ კედლებზე.
აბაზანის დიზაინის შერჩევისას ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ:
- ნეიტრალურ ტონებს, როგორიცაა თეთრი, კრემისფერი, ღია ნაცრისფერი – ისინი სივრცეს აძლევენ სუფთა და ჰარმონიულ იერს.
- ამ ფერებში ოქროსფერ აქცენტებს ხშირად ვიყენებთ, რადგან ეს ფერები სივრცეს ანიჭებენ ელეგანტურობასა და სითბოს ერთდროულად.

აბაზანაში დეკორატიული მცენარეების შემოტანა
ინტერიერის დიზაინერი, ანა ჯიქია ხშირად იყენებს ბუნებრივ ელემენტებს აბაზანის დიზაინში, მათ შორის დეკორატიულ მცენარეებს, რომლებიც არა მხოლოდ აცოცხლებენ სივრცეს, არამედ ქმნიან უფრო თბილ და ბუნებრივ ატმოსფეროს. მცენარეები მსუბუქად არბილებენ კაფელისა და მინის ცივ ზედაპირებს, აბაზანას სძენენ სიცოცხლის ელფერს და გარემოს უფრო ჰარმონიულს ხდიან.
ამგვარად, მცენარეების გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მარტივი გზა ხდება აბაზანის განახლებისა და მისთვის ბუნებრივი ბალანსის შესაქმნელად – რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მცირე დეტალებს შეუძლიათ დიდი გავლენის მოხდენა საერთო დიზაინზე.
აქვე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ მიერ შესრულებული ინტერიერის დიზაინი, სადაც სააბაზანოში გამოყენებულია მცენარეები და შემოტანილია სიმწვანე.
ტექნიკური ხრიკები და რჩევები აბაზანის დიზაინის მოწყობისას
ანა გიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევს, რომელიც დაგეხმარებათ აბაზანა-ტუალეტის დიზაინის მოწყობაში.
“მოდით განვიხილოთ ორივე ვარიანტი, როგორც პატარა აბაზანის დიზაინი, ასევე დიდი აბაზანის მოწყობის მთავარი პრინციპები.
პატარა აბაზანის მოწყობისას მთავარი მიზანია სივრცის რაციონალურად გამოყენება მოხდეს და შემდეგ, ვიზუალური გაფართოების ეფექტს მივიღებთ. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ღია და ნათელი ფერების შერჩევა. თეთრი, კრემისფერი ან ღია ნაცრისფერი ტონები შუქს უკეთ ირეკლავს და ოთახს უფრო მსუბუქად, ჰაეროვნად და სუფთად წარმოაჩენს.
განსაკუთრებულ როლს ასრულებს სარკე. ერთი დიდი სარკე ან სარკისებური ზედაპირი საოცრად აძლიერებს სივრცის აღქმას და ქმნის ჩაღრმავების ეფექტს. ასევე, რეკომენდებულია კომპაქტური ავეჯის განთავსება. მაგალითად, კედელში დამალული ავზით ტუალეტი და ჩამოკიდებული ნიჟარა იატაკზე მეტ თავისუფალ ადგილს ტოვებს, რის შედეგადაც აბაზანა ვიზუალურად უფრო მსუბუქად და მოწესრიგებულად გამოიყურება.
თუ ადგილი გაძლევთ საშუალებას, გამოიყენეთ გამჭვირვალე შუშის შხაპის კაბინა. ასეთი გადაწყვეტა არ „ჭრის“ სივრცეს და ქმნის მთლიანობისა და სისუფთავის შეგრძნებას.
დეკორატიული მცენარეებიც შესანიშნავი დამატებაა. ერთი პატარა ქოთანი ან ბამბუკის ტოტი აბაზანას ბუნებრივ და თბილ ელფერს შემატებს.
დიდ აბაზანაში უფრო მეტი შესაძლებლობაა, თუმცა ამავდროულად მეტი ყურადღებაც სჭირდება, რათა სივრცე არ დარჩეს ცარიელი ან გაუმართავი.
მასალების შერჩევისას თამამად გამოიყენეთ კონტრასტები მაგალითად, თბილი ხის ფაქტურა და ცივი ქვის ფილა შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის ელეგანტურ, დაბალანსებულ ატმოსფეროს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ განათებას გამოიყენეთ რამდენიმე ტიპის შუქი: ძირითადი განათება, სარკის ზონის შუქი და დიმირებადი სანათი და სხვა
საერთო რჩევები ორივე ტიპის აბაზანისთვის
- განათება გადამწყვეტია – თუ ბუნებრივი შუქი შეზღუდულია, აირჩიეთ თბილი ტონალობის განათება, რომელიც ინტერიერს სიმყუდროვეს შემატებს.
- მინიმალიზმი ყოველთვის ამართლებს – ზედაპირებზე ნაკლები ნივთი ქმნის სისუფთავის, სიმშვიდისა და ვიზუალური წესრიგის განცდას.
- აირჩიეთ მარტივად მოსავლელი მასალები, რომლებიც ადვილად იწმინდება და ხანგრძლივად ინარჩუნებს ელეგანტურ იერს.
- დეტალები ქმნის ხასიათს – მცენარე, სურნელოვანი სანთელი, ხის თარო ან ტექსტილში გაკეთებული აქცენტი აბაზანას უფრო მყუდროსა და ინდივიდუალურს ხდის.
თუ გსურთ თქვენი სახლის აბაზანის, მისაღები ოთახის თუ სამზარეულოს დიზაინზე პროფესიონალმა ინტერიერის დიზაინერმა იმუშავოს, შეგიძლიათ ჩვენ დაგვიკავშირდეთ. კონსულტაცია უფასოა.