Entrepreneur Georgia – ანდიზაინ სტუდიო უკვე ბათუმშია

Andesigne studio ახლა უკვე ბათუმში გთავაზობთ სრულ მომსახურებას ინტერიერის დიზაინის მიმართულებით, მათ შორის რემონტს და მის ხელმძღვანელობას. ამ სიახლის შესახებ Entrepreneur Georgia – ც ალაპარაკდა, გიზიარებთ ამონარიდებს უშუალოდ სტატიიდან.

“თბილისში განხორციელებული მრავალი წარმატებული პროექტის შემდეგ, სტუდია ახლა უკვე ბათუმის ბაზარზეც სთავაზობს მომხმარებლებს პროფესიონალურ ინტერიერის დიზაინისა და სრულ სარემონტო მომსახურებას. ბათუმში ინტერიერის დიზაინის სერვისზე მზარდმა მოთხოვნამ და მომხმარებლების ინტერესმა განაპირობა გადაწყვეტილება, რომ “ანდიზაინ სტუდიოს” საქმიანობა ზღვისპირა ქალაქშიც გაეფართოებინა”.

ინდივიდუალური ხედვა და ფუნქციონალურობა

“ინტერიერის დიზაინერი ანა ჯიქია ცნობილია თავისი ინდივიდუალური ხედვით, დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღებითა და თანამედროვე დიზაინის ტენდენციების გათვალისწინებით შექმნილი პროექტებით. მისი ნამუშევრები გამოირჩევა:

  • სივრცის სწორი დაგეგმვით;
  • ფუნქციონალურობით;
  • ესთეტიკური ბალანსით.

ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ქმნის კომფორტულ და თანამედროვე გარემოს. თითოეული პროექტი შექმნილია კონკრეტული დამკვეთის საჭიროებებისა და ცხოვრების სტილის გათვალისწინებით, რაც ინტერიერს უნიკალურ და პერსონალიზებულ სახეს აძლევს”.

ინტერვიუს სრულად Entrepreneur Georgia – ს გვერდზე ნახავთ ხოლო, თუ პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერის მომსახურება გჭირდებათ, რომელსაც 250-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს, მაშინ იცით ვის მიმართოთ.

მსგავსი პროექტები