Andesigne Studio გთავაზობთ კომერციული სივრცეების ინტერიერის დიზაინს, სადაც ესთეტიკა და ფუნქციურობა იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.
ფოტოებზე ნაჩვენებია ჩვენი გუნდის მიერ შესრულებული პროექტი სილამაზის სალონის ინტერიერი. ობიექტი ჩავიბარეთ თეთრი კარკასის მდგომარეობაში და თავიდან ბოლომდე განვავითარეთ კონცეფცია: ბუნებრივი ელემენტების, მცენარეების და დეკორატიული განათებების გამოყენებით შევქმენით მყუდრო და ამავდროულად ელეგანტური გარემო. კედლის მხატვრობა და დეტალების ფერადი ჰარმონია სივრცეს სიცოცხლესა და ენერგიას მატებს.
პროექტის მიზანი იყო ისეთი ატმოსფეროს შექმნა, სადაც სილამაზე და სიმყუდროვე ერთ დიზაინში გაერთიანდებოდა.