მშვიდი ცხოვრება

ეს ბინა 53 კვადრატული მეტრია და მწვანე კარკასის კონდიციიდან დავიწყეთ. მთავარი ამოცანა იყო თითოეული კუთხე მაქსიმალურად აგვეთვისებინა ისე, რომ არ დაგვეკარგა დიზაინის ხარისხი და კომფორტი.

შედეგად მივიღეთ თანამედროვე, ფუნქციური და მყუდრო სივრცე, რომელიც ყველა საჭირო ზონას აერთიანებს: სტუდიოს ტიპის მისაღები, ორი საძინებელი და აბაზანა.

დიზაინის მთავარ აქცენტად ვაქციეთ კედლის დეკორატიული პანელები და ვიტრაჟული კარადები ეს დეტალები სივრცეს სიღრმეს, ელეგანტურობასა და სიმსუბუქეს სძენს. თითოეული გადაწყვეტა მიმართულია იმაზე, რომ ბინამ არა მხოლოდ ლამაზად, არამედ პრაქტიკულად იმუშაოს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

„მშვიდი ცხოვრება“ კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება პატარა ფართიც გადაიქცეს სრულფასოვან და ესთეტიკურად გამართულ საცხოვრებლად  როცა დიზაინი სწორად ერგება სივრცეს და ადამიანების რეალურ საჭიროებებს

მსგავსი პროექტები