რა არის ინტერიერის დიზაინი და რას აკეთებს ინტერიერის დიზაინერი

Andesign Studio ქართულ ბაზარზე 5 წელზე მეტია რაც ოპერირებს, თუმცა დღემდე ვაწყდებით ისეთ კომპლექსურ კითხვებს, თუ რა არის ინტერიერის დიზაინი და რაში გეხმარებათ ინტერიერის დიზაინერი. ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მათ თავად შეუძლიათ მოაწყონ სახლის ინტერიერი და სპეციალისტის დაამარება ამაში არ ჭირდებათ, თუმცა ეს დიდწილად მცდარი წარმოდგენაა.  

ინტერიერის დიზაინი მხოლოდ ლამაზ ფერებსა და ავეჯის სწორ დადგმას არ გგულისხმობს. ეს არის პროცესი, სადაც იგეგმება განათება, სივრცის კომფორტული განაწილება, მასალების შერჩევა, ტექნიკური დეტალების გათვალისწინება და ბევრი ისეთი მცირე რამ, რომელიც საბოლოოდ დიდ გავლენას ახდენს ინტერიერზე. როცა ეს ყველაფერი სწორად არ კეთდება, იხარჯება უამრავი ადამიანური რესურსი და რაც მთავარია ფინანსები, რაც იწვევს რემონტის პროცესის წლობით გაწელვას.

დიზაინერთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ თავიდან აიცილებთ შეცდომებს, მიიღებთ უკეთ დაგეგმილ და კომფორტულ სივრცეს და თქვენი სახლი რეალურად თქვენს სტილსა და ცხოვრების წესს მოერგება. Andesigne Studio კი ზუსტად ამაში გეხმარებათ ყურადღებიანი დამოკიდებულებით, სწორი კომუნიკაციით და იმ პრაქტიკული გამოცდილებით, რომელიც წლების განმავლობაში დაგვიგროვდა.

რატომ არის ინტერიერის დიზაინერი საჭირო?

ბევრს ჰგონია, რომ სახლის მოწყობა დამოუკიდებლად, ინტუიციურად შესაძლებელია. თუმცა, პროფესიონალი დიზაინერი ხედავს იმას, რაც ჩვეულებრივი თვალისთვის შეუმჩნეველია. იგი აანალიზებს სივრცის პოტენციალს: სად უნდა განთავსდეს ტიხრები, როგორ გადანაწილდეს ბუნებრივი სინათლე და როგორ მოეწყოს ელექტრო გაყვანილობა ისე, რომ მომავალში დამატებითი დამაგრძელებლების გამოყენება არ დაგჭირდეთ.

ერთ-ერთ რეალურ ქეისს ჩვენი დიზაინერი, ანა ჯიქია აღნიშნავს.

“დაგვიკავშირდა კლიენტი და გვითხრა, რომ საკუთარი ძალებით ცდილობდა სახლის  ინტერიერი მოეწყო. უკვე დაწყებული ჰქონდა რემონტი და სჯეროდა, რომ სამზარეულოს დიზაინი, აბაზანის, საძინებლისა და მისაღები ოთახის დიზაინი მხოლოდ ავეჯისა და თბილი ფერების არჩევას ნიშნავდა. როცა ადგილზე მივედით, აღმოვაჩინეთ, რომ ინტერიერი ტექნიკურად არასწორად იყო დაგეგმილი: განათება არ ემთხვეოდა ზონებს, სამზარეულო ძალიან პატარა გამოდიოდა, აბაზანა მოუხერხებელი იყო, ხოლო მისაღები ოთახის არასწორი განაწილებას ოთახის ხელოვნური ჩაბნელება გამოეწვია.

საქმეში ჩვენი გუნდის ჩართვა გახდა საჭირო, დავიწყეთ ყველაფრის თავიდან დაგეგმვა: 

  1. მოვამზადეთ თანამედროვე სამზარეულოს დიზაინი
  2. გამოვასწორეთ განათების წერტილები 
  3. სრულად გადავაკეთეთ აბაზანის დიზაინი
  4. ასევე შევცვალეთ საძინებლის დიზაინი ისე, რომ სივრცე ოპტიმალურად გამოყენებულიყო.

საბოლოოდ სახლის ინტერიერის დიზაინი სრულად შეიცვალა, რამაც სივრცე გახდა ჰარმონიული და ფუნქციური.

დამკვეთმა ბოლოს გვითხრა:

 “თავიდან ვფიქრობდი, რომ ინტერიერის დიზაინერი ზედმეტი ფუფუნება იყო, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი – პროფესიონალ დიზაინერთან თანამშრომლობა დაზოგილ დროს, ფულს და ნერვებს ნიშნავს. შედეგი კი ისეთი მივიღე, როგორიც ყოველთვის მინდოდა.”

დიზაინერთან მუშაობა, პირველ რიგში, არის რისკების მინიმიზაცია. არასწორად შერჩეული იატაკი, მოუხერხებელი გასასვლელები ან განათება, რომელიც თვალს ღლის — ეს ის შეცდომებია, რომელთა გამოსწორება რემონტის დასრულების შემდეგ დიდ ფინანსურ და ემოციურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, დიზაინერი ფლობს ინფორმაციას ბაზარზე არსებული მასალების ხარისხსა და ფასებზე, რაც გეხმარებათ ბიუჯეტის რაციონალურ განაწილებაში.

ფერები ინტერიერში და ინტერიერის რჩევები

ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას, ყველაზე მეტ კითხვას სწორედ ფერთა პალიტრასთან დაკავშირებით ვიღებთ. მათ ნამდვილად ძალიან დიდი როლი უჭირავთ სახლის ინტერიერში. 

ფერი განსაზღვრავს ოთახის განწყობას, ვიზუალურ აღქმას, სიმსუბუქესა თუ სიმძიმეს. თუმცა აუცილებელია ვახსენოთ, რომ უნივერსალური ფორმულა აქ არ არსებობს. საბოლოო გადაწყვეტილება ყოველთვის დამოკიდებულია დამკვეთის სურვილებზე, მისი ცხოვრების სტილზე და იმაზე, თუ როგორ მოდის ეს სურვილები თანხვედრაში კონკრეტულ სივრცესთან. 

ფერების შერჩევის პროცესში ერთ-ერთი ძირითადი კითხვაა – თბილი ფერები შევარჩიოთ თუ ცივი? მოდით, განვიხილოთ ორივე მათგანი.

თბილი ტონები, როგორიცაა – თეთრი, რძისფერი, თიხისფერი ან/და ოქროსფერი ინტერიერს უფრო მყუდროს ხდიან და კომფორტულ შეგრძნებას ჰმატებენ. ასეთ პალიტრას ხშირად იყენებენ საცხოვრებელ სივრცეებში, სადაც ბუნებრივი განათება საკმარისია და ადამიანებს სურთ მყუდრო, რბილი ატმოსფერო. 

ცივი ტონები, მაგალითად ნაცრისფერი, ლურჯი, მწვანე უკეთესად მუშაობენ თანამედროვე, მკვეთრი ხაზების მქონე ინტერიერებში, ასევე დამკვეთის სურვილისამებრ და სახლის დიზაინის მიხედვით, ხშირად ვიყენებთ სხვადასხვა ფერების კომბინაციებს საძინებელში, მაგალითად ბავშვის ოთახში, ან სამუშაო ოთახში. 

როდესაც ფერის შერჩევაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ კედლების გათვალისწინება არასაკმარისია. დიზაინერი ფერს არჩევს მთელი სივრცის საერთო კონტექსტს გათვალისწინებით და ეყრდნობა ისეთ დეტალებს, როგორიც არის იატაკის ტონი ,ავეჯისა და სახლის შიდა კარებების ფერები, ბუნებრივი განათება და დამატებით დღის რომელ მონაკვეთში ადგება მზის შუქი კონკრეტულ ოთახს.

ინტერიერის დიზაინი ფერების სწორად არჩვით იწყება, მაგრამ მხოლოდ ფერებით არ სრულდება. ჰარმონია იქ იქმნება, სადაც ტონალობა, განათება, ტექსტურა და დამკვეთის ინდივიდუალური სურვილები თანხვედრაში მოდის. სწორედ ამ ეტაპზე დიზაინერი ხდება დამაკავშირებელი რგოლის  ადამიანი, რომელიც ფერთა ენით ქმნის სივრცეს, სადაც ყველაფერი თავისი ადგილით და თავისი განწყობით არის წარმოდგენილი.

ჩვენი დიზაინერები ასევე იყენებენ 60-30-10 წესს (დომინანტური ფერი, მეორადი ფერი და აქცენტი), რაც უზრუნველყოფს ვიზუალურ ბალანსს და ხელს უშლის სივრცის გადატვირთვას.

სამზარეულოს დიზაინი – დიზაინერის ხედვა კომფორტულ და გამართულ გარემოზე

 სამზარეულო თანამედროვე სახლში ხშირად ყველაზე ფუნქციური და ერთდროულად ყველაზე ემოციური სივრცეა. ის აღარ არის მხოლოდ საჭმლის მოსამზადებელი ადგილი. აქ იკრიბება ოჯახი, იქმნება დღის პირველი განწყობა და ხშირად სწორედ აქ სრულდება საღამოც.

ამ ყველაფრის გამო, სამზარეულოს დიზაინი მოითხოვს ისეთ მიდგომას, რომელიც პრაქტიკულობას, ესთეტიკას და ადამიანური ჩვევების გათვალისწინებას აერთიანებს.

ჩვენი ინტერიერის დიზაინერი, ანა ჯიქია, უკვე წლების განმავლობაში მუშაობს იმ პრინციპით, რომ სამზარეულო უნდა იყოს „პრაქტიკული სივრცე“. 

მისი წარმოსახვით, სწორად დაგეგმილი გარემო უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით. ამიტომ პირველ ეტაპზე ის ყოველთვის სწავლობს ყოველდღიურ პროცესებს: სად წარმოუდგენია დამკვეთს მის ყოველდღიური რუტინა, რომელი ზონა უფრო სჭირდება, რომელ წერტილში შემოდის ბუნებრივი განათება ყველაზე კარგად, როგორ შეიძლება შეიქმნას ჰარმონიული კოლაბორაცია ფუნქციურობასა და ვიზუალს შორის.

ანა განსაკუთრებულ  ყურადღებას აქცევს ერგონომიულობის იმ პრინციპს, რომელიც “სამზარეულოს სამკუთხედის” ჩამოყალიბებას გულისხმობს. მისი აზრით, ნიჟარა, მაცივარი და ქურა უნდა ქმნიდეს ერთიან ბალანსს, სადაც ყველაფერს სწრაფად და მარტივად მისაწვდომია. 

ანას მიდგომით, სასურველი ატმოსფერო იქმნება მაშინ, როცა ბუნებრივი სინათლე მაქსიმალურად გამოიყენება, ხოლო ხელოვნური შუქი სივრცის კონკრეტულ ზონებთან არის დაკავშირებული, მაგალითად კუნძულთან ან/და სასადილო ზონასთან. 

ხშირად გამოუყენებია მრავალფუნქციური კუნძულები, ჭკვიანი მექანიზმები და ბუნებრივი მასალები – ხე ქვა და მარმარილო. ბუნებრივი ტექსტურები სამზარეულოს სიცოცხლებს ჰმატებენ და სივრცე უფრო თბილი ხდება.

მისაღები ოთახის დიზაინი – როგორ იქმნება მყუდრო და ფუნქციური სივრცე

დღეს მისაღები ოთახი აღარ არის მხოლოდ შეხვედრების ადგილი  ის ხდება სივრცე, სადაც ადამიანი ისვენებს, მუშაობს, კითხულობს და ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულად აწყობს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე მისაღები ოთახის დიზაინი ეფუძნება მინიმალიზმს, სისუფთავესა და ბუნებრივი სინათლის სწორ მართვას. ინტერიერის დიზაინერი ამ ცვლილებებს ზუსტად უნდა ეხმიანებოდეს.

ჩვენი დიზაინერი თითოეული პროექტის დაწყებისას პირველ რიგში სწავლობს, როგორ მოძრაობს სინათლე ოთახში. მისი ხედვით, სწორად გაბნეული ბუნებრივი განათება ქმნის იმ სიმსუბუქეს, რომელიც თანამედროვე ინტერიერს ყველაზე მეტად უხდება. ღია ტონალობები თეთრი, კრემისფერი, ღია ნაცრისფერი მისთვის იდეალური საფუძველია ჰარმონიული გარემოს შესაქმნელად. ანა ხშირად იყენებს ხის თბილ ტექსტურებსაც, რომ სივრცეს მსუბუქი ემოციური ბალანსი შეემატოს. მისი თქმით, „მისაღებში ადამიანი უნდა გრძნობდეს სიმშვიდეს და თავისუფლებას, თითქოს ოთახი ‘სუნთქავს’ და არაფერს ავიწროებს.“

თანამედროვე ინტერიერში კედლების როლიც მნიშვნელოვნად შეიცვალა  ისინი ხშირად თავად ხდებიან დიზაინის ძირითადი კომპონენტები. ხის პანელები, მარმარილოს ტექსტურა, ან/და  გეომეტრიული ხაზების დახვეწილი თამაში ოთახს ხასიათს აძლევს და ვიზუალურად ამდიდრებს .Andesign Studio – ს პროექტებში კედლის მასალები არასდროს არის შემთხვევით შერჩეული ისინი კონკრეტული სივრცის ტემპს და ენერგიას განსაზღვრავენ.

აბაზანის დიზაინი – პატარა სივრცეში მარტივი გადაწყვეტები

აბაზანა ტექნიკურად ერთ-ერთი ყველაზე რთული წერტილია. აქ დიზაინერი მუშაობს ჰიდროიზოლაციაზე, ვენტილაციაზე და სანტექნიკის ზუსტ დაგეგმარებაზე. პატარა სივრცეებში ეფექტურია ინსტალაციების გამოყენება, რაც ვიზუალურად ათავისუფლებს იატაკის ფართობს და სივრცეს უფრო მსუბუქს ხდის.

პატარა აბაზანებში დიდი მნიშვნელობა აქვს სარკეებსა და განათებას. დიზაინერები ხშირად იყენებენ ღია ფერის ფილებს და მინის ტიხრებს, რათა თავიდან აიცილონ სივრცის დანაწევრება.

რატომ Anstudio და დიზაინერი ანა ჯიქია 

ექვსი წლის წინ ანა ჯიქიამ კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო.n მან დააარსა საკუთარი კომპანია და ინტერიერის დიზაინში სრულიად ახალი სტანდარტი შექმნა.

გზამ, რომელიც Andesign Studio-მ გაიარა, მოიცავს უამრავ გამოწვევას, განსხვავებულ იდეებსა და თამამ ექსპერიმენტებს.

ანა ჯიქიასთვის საკუთარი კომპანიის შექმნა იყო ნაბიჯი სრული კონტროლისკენ – კონტროლი ესთეტიკაზე, ტექნიკურ დეტალებზე, ანალიტიკურ დაგეგმარებასა და შესრულების ხარისხზე. როგორც თავად ამბობს: „Anstudio-ს დაარსება გადავწყვიტე მაშინ, როცა მივხვდი, რომ ჩემს ხედვას სჭირდებოდა სივრცე, სადაც შემეძლებოდა ყოველი ეტაპი, დიზაინიდან სარემონტო სამუშაოებამდე, ზუსტად და სწორად მეწარმოებინა.“

მიმდინარე ეტაპზე ჩვენმა კომპანიამ უკვე შეასრულა 240-ზე მეტი პროექტი და გვყავს 400-ზე მეტი კმაყოფილი კლიენტი. თუ გვკითხავთ რა გამოგვარჩევს სხვა ინტერიერის დიზაინის სტუდიებისგან, გეტყვით, რომ –  ეს არის 

  • მაღალი პასუხისმგებლობა საქმისადმი
  • განსხვავებული ხედვა და 
  • ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ კლიენტთან

Anstudio არის სივრცე, სადაც ინტერიერი მხოლოდ ვიზუალი არ არის. ეს არის გაცილებით ღრმა, სტრატეგიული პროცესი, სადაც ყოველი დეტალი გათვლილია რეალური ცხოვრების რიტმზე.

ანა ჯიქიას დიზაინი ყოველთვის აერთიანებს ფუნქციურობას, ტექნიკურ სიზუსტეს და იმ ემოციურ სიმშვიდეს, რომელიც სახლის დიზაინს სრულყოფილად აქცევს. 

მსგავსი პროექტები